"Park Hotel Surami Chalet" & Restaurant მრავალფეროვანი წიწვოვანი ნარგავები, სურამის ტყის გამორჩეული ჰაერი და დაბალანსებული კლიმატი, რომელიც ქმნის უნიკალურ გარემოს ჯანსაღი და სასარგებლო დასვენებისთვის.
Park Hotel Surami Chalet & Restaurant შესახებ:
საუკეთესო პერიოდი: ზამთარი, გაზაფხული, ზაფხული
თუ თბილისთან ახლოს ჯანსაღ დასასვენებელ ადგილს ეძებ, სურამი შალეს კოტეჯებში უნდა ჩამოხვიდე! ნაძვნარსა და ფიჭვნარში ჩაფლული კოტეჯები, საცურაო თერმო აუზი, საუნა , რესტორანი იდეალური დასასვენებელი ადგილია, როგორც ოჯახებისთვის, ასევე მეგობრებისთვის!
კოტეჯები "CHALET" მდებარეობს დაბა სურამში ,ბაიანთხევის შუაგულ ტყეში.
ჩვენი თითოეული კოტეჯის ფართია 80 მ2 და გათვლილია 4 პერსონაზე.
და რაც მთავარია 2 თერმო ღია საცურაო აუზი და საუნა
ჩვენი კოტეჯები იდეალური ადგილია თქვენი შვებულების გასატარებლად ან წვეულებების მოსაწყობად.
სრული კომფორტი თქვენი და თქვენი ოჯახის ბედნიერი დასვენებისთვის.
გვეწვიეთ და გაატარეთ დაუვიწყარი დრო ჩვენს კოტეჯებში!
Park Hotel Surami "CHALET" - ჰარმონია შინ და გარეთ.
__________________________________________________________________________________________________________
1. ზოგადი წესები:
1.1 ეს წესები არეგულირებს სასტუმრო Park Hotel Surami Chalet HOTEL-სა და სტუმრებს - საქართველოს მოქალაქეებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მოქალაქეობის არმქონე პირებს, იურიდიულ პირებს შორის ურთიერთობას სასტუმროს საქმიანობის განხორციელებისას.
1.2 სასტუმროში საცხოვრებლის რეგისტრაცია ხდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების (პასპორტი ან სხვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დადგენილი წესით, დაბადების მოწმობა 14 წლამდე ასაკის ბავშვების) წარდგენის საფუძველზე.
1.3 სასტუმროს ადმინისტრაციის სამუშაო საათები არის 09:00 - 23:00, სერვისის საფასური გადახდის და გასვლის დრო 12:00 საათამდე
1.4 შესვლის დრო 15:00 საათი. გასვლის დრო 12:00 საათამდე
1.5 ფასში შედის სრულად აღჭურვილი კოტეჯით და საცურაო აუზით სარგებლობა.
1.6 3 წლამდე ბავშვები განთავსდება უფასოდ, მშობლებთან ერთად იმავე ოთახში დამატებითი საწოლის გარეშე.
1.7. სასტუმროში არარეგისტრირებულ სტუმრებს შეუძლიათ ტერიტორიაზე ყოფნა მხოლოდ ადმინისტრაციასთან შეთანხმებით 10:00-დან 23:00 საათამდე,
1.8 შეგახსენებთ, რომ კომპლექსის ტერიტორიის მიმდებარე ბაიანთხევის ტყის ტერიტორია შედის სარეკრიაციო დაცული ტერიტორიების ნუსხაში, აქედან გამომდინარე ტყეში დასვენებისას აკრძალულია: ცეცხლის გაჩაღება, დანაგვიანება და ხეების მოჭრა ან დაზიანება.
2. დაჯავშნის პირობები
2.1 წინასწარი დაჯავშნა საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ ოთახი.
2.2 დაჯავშნა ხდება საფოსტო, ელექტრონული კომუნიკაციით parkhotelchalet@gmail.com, ტელეფონით: +995 591 50 49 49, სასტუმროს ვებგვერდის - www.parkhotelchalet.ge მეშვეობით (booking.com, airbnb, Agoda, Vrbo და სხვა. ) , ტუროპერატორებისა და ტურისტული აგენტების მეშვეობით, რომლებსაც აქვთ ხელშეკრულება სასტუმროსთან.
2.3 გარანტირებული დაჯავშნისთვის აუცილებელია ღირებულების 30% ოდენობის წინასწარ გადახდა.
3. წინასწარი ჯავშნის გაუქმება და ადრე გადახდილი თანხების დაბრუნება
3.1 თუ სტუმარმა გარანტირებული დაჯავშნით არ ისარგებლა სასტუმროს მომსახურებით და დროულად (5 სამუშაო დღით ადრე ) არ გააუქმა ჯავშანი, გადახდილი საფასური უკან არ ბრუნდება.
4. სასტუმროს მომსახურების საფასური
4.1 მომსახურების გადახდა ხდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ნაღდი ანგარიშსწორებით სასტუმროს სალაროში, საერთაშორისო ან ეროვნული ბარათით (სადებეტო ან საკრედიტო), მიმდინარე ანგარიშზე გადარიცხვით;
4.2 სასტუმროს მიმდინარე ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დროს წარმოქმნილი ხარვეზის შემთხვევაში (საბანკო გადარიცხვით გადახდისას) სტუმარი ვალდებულია გადაიხადოს ნაღდი ანგარიშსწორებით.
4.3 სასტუმროში განთავსების საფასურის გადახდა ხდება დამტკიცებული ფასების სიის მიხედვით. დაგვიანებული გასვლის ან ადრეული რეგისტრაციის შემთხვევაში,
შესვლა 08:00 საათიდან 14:00 საათამდე - საფასური შეადგენს კოტეჯის ღირებულების 50%-ს;
გასვლა 12:00 საათიდან 20:00 საათამდე - საფასური შეადგენს კოტეჯის ღირებულების 50%-ს
4.4 ადმინისტრაცია უზრუნველყოფს სტუმრების სასტუმროში განთავსებას ფასიანი დროის განმავლობაში. სასტუმროში ყოფნის გახანგრძლივება ხორციელდება ადმინისტრაციასთან შეთანხმებით..
4.5 სასტუმროდან სტუმრის ნაადრევად გამგზავრების შემთხვევაში, გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება.
5. უსაფრთხოების მიზნით, სასტუმროში აკრძალულია!
• გარედან მოტანილი ელექტრო მოწყობილობების გამოყენება;
• უცხო პირების კოტეჯში დატოვება ან გასაღების გადაცემა;
• აალებადი მასალების და ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა;
• ცხოველების განთავსება; - (შეთანხმებით)
• კოტეჯში სიგარეტის მოწევა;
• სასტუმროს ტერიტორიაზე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა;
• სასტუმროს სხვა სტუმრების სიმშვიდის დარღვევა;
• სასტუმროს ინტერიერის შეცვლა, ოთახიდან ავეჯის გატანა და გადაკეთება;
• ადმინისტრაციის წინასწარი თანხმობის გარეშე კაფედან და რესტორნიდან ინვენტარის გატანა კოტეჯებში.
6. სტუმრები ვალდებულნი არიან:
• ოთახიდან გასვლისას დაკეტონ წყლის ონკანები, გამორთონ განათება, გაზი და ელექტრო ტექნიკა;
• მკაცრად დაიცვას სახანძრო უსაფრთხოების წესები;
• სასტუმროს ქონების დაზიანების ან ინვენტარის დაკარგვის შემთხვევაში, მიყენებული ზიანის შეფასება ხორციელდება „ქონებრივი ზიანის შესახებ“ აქტის საფუძველზე;
• ბავშვებთან ერთად დასვენებისას იზრუნეთ მათ უსაფრთხოებაზე. არ დატოვოთ ბავშვები მარტო აუზთან და ტყიან ტერიტორიაზე;
• სასტუმროს მიერ გაწეული ყველა მომსახურების დროული და სრული ანაზღაურება;
• ბინადრობის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ გაათავისუფლოს ოთახი, გადასცეს გასაღები ადმინისტრაციას.
• თუ სტუმარმა არ გაათავისუფლა კოტეჯი, არ გააგრძელა ყოფნის ვადა და არ იმყოფება სასტუმროს ტერიტორიაზე, სასტუმროს ადმინისტრაცი იტოვებს უფლებას სტუმრის მიერ დატოვებული ნივთები გადაიტანოს ადმინისტრაციაში და გაათავისუფლოს. კოტეჯი. ადმინისტრაცია სტუმარს ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით ატყობინებს მიტოვებული მის მიერ მიტოვებული ნივთების შესახებ და სტუმრის მოთხოვნით უგზავნის მას საქართველოს ფოსტით დამატებითი საფასურით; თუ სამი დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა სტუმართან დაკავშირება, სასტუმროს უფლება აქვს ნივთები გადააგზავნოს საქველმოქმედო ფონდში შესაბამისი დოკუმენტაციით..
• ტექნიკის, ავეჯის და განათების გაუმართაობის შემთხვევაში შეატყობინოს სასტუმროს ადმინისტრაციას.
7. მხარეთა უფლებები და მოვალეობები:
• სტუმარი იღებს ვალდებულებას გადაიხადოს სასტუმროს მიერ გაწეული მომსახურების საფასური;
• სასტუმრო არ არის პასუხისმგებელი ქალაქის კომუნიკაციების მუშაობაზე;
• ზემოაღნიშნული წესების დაუცველობის შემთხვევაში ადმინისტრაციას უფლება აქვს ვადაზე ადრე გაასახლოს სტუმარი.
• სასტუმრო, ამ წესების დაცვით, გარანტიას აძლევს სტუმარს ისარგებლოს სასტუმროს მიერ მოწოდებული მომსახურებით;
• სტუმარი იღებს ვალდებულებას გადაიხადოს სასტუმროს მიერ გაწეული მომსახურების საფასური;
სტუმარი ვალდებულია დაიცვას აუზით სარგებლობის წესები:
- არ გადახტე ტანსაცმლით წყალში
- არ შეხვიდეთ წყალში საკვებთან და სასმელთან ერთად,
- არ შეხვიდეთ წყალში გაწმენდისა და დეზინფექციის პროცედურების დროს,
- ცურვის წინ მიიღეთ შხაპი
პატივისცემით Park Hotel Surami Chalet Management
გისურვებთ სასიამოვნო დასვენებას!